გიგა ბოკერია ზალკალიანს – რატომ არ არის შეყვანილი „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაში“ არც ერთი რუსეთის ოფიცერი დღემდე მთავრობის მიერ?

რატომ არ არის შეყვანილი „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაში“ არც ერთი რუსეთის ოფიცერი დღემდე მთავრობის მიერ? – ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას.

„თქვენ ალბათ იზიარებთ „ევროპული საქართველოს“ პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაცია არის პასუხისმგებელი პოლიტიკურად, როგორც საოკუპაციო ძალა არსებულ ვითარებაზე. თქვენ იზიარებთ ჩვენ პოზიციას, რომ პოლიტიკური ფასის გაზრდა რუსეთის ფედერაციისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც ხელს აფარებდა რუსეთის ფედერაციიდან ამ სასტიკ მკვლელობებს – ოთხოზორიას, ტატუნაშვილის მკვლელობას, ნებისმიერ სხვა ძალადობას, არის ერთ-ერთი შემაკავებელი მექანიზმი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ის ასევე დაინტერესდა, დოკუმენტში, რომელსაც დღეს კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რატომ არაფერი წერია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“.

„თქვენ ტრიბუნიდან ამაზე გვესაუბრეთ და აქ მოგვიტანეთ დოკუმენტი, რომელშიც არაფერი წერია“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას წარადგენს.

banner
წინა სტატიაში“არის ზოგიერთი ადგილი სადაც სტატუსები იცვლება ” – კალაძე დედაქალაქის გენერალურ გეგმაში ზონალური სტატუსების ცვლილებას ადასტურებს
შემდეგი სტატიათუ გინდა, რომ პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნდე, გჭირდება სკანდალური განცხადება – სესიაშვილი ბერძენიშვილს პასუხობს