“არის პოლიტიკური ზეწოლაც და სურვილი იმისა, რომ დღესვე შეიცვალოს საქართველოს პრეზიდენტი,” – სოსო ცისკარიშვილი

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ არსებობს იმის სურვილი, რომ დღესვე შეიცვალოს საქართველოს პრეზიდენტი.

„აქ კონსენსუსი ვერასოდეს შედგება, რადგან არის პოლიტიკური ზეწოლაც და სურვილი იმისა, რომ დღესვე შეიცვალოს საქართველოს პრეზიდენტი. ასეა თუ ისე, ჩვენ დავდგებით აუცილებლობის წინაშე, რომ საქართველოში ჩატარდეს საყოველთაო რეფერენდუმი. როგორი კონსტიტუცია გინდათ თქვენ, თქვენი სამშობლოსთვის? კონსტიტუცია ყველასთვის თუ კონსტიტუცია ბიძინასთვის,“ – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატები მეუბნებიან, რომ ტელეფონზე ვერ გეტყვი, რომ შეგხვდები იქ დაგელაპარაკებითო, თვითონ აქვთ განცდა, რომ ისმინებიან
შემდეგი სტატიაპენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო