დეპუტატები მეუბნებიან, რომ ტელეფონზე ვერ გეტყვი, რომ შეგხვდები იქ დაგელაპარაკებითო, თვითონ აქვთ განცდა, რომ ისმინებიან

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის არსებულ უთანხმოებაზე საუბრობს. მისი თქმით, პრეზიდენტთან დაპირისპირება მისი არჩევიდან ერთ თვეში დაიწყო და გრძელდება.

„ხელისუფლებას დაუგროვდა ძალიან ბევრი მიზეზი, ე.წ. ციანიდის საქმე, თუნდაც რუსთავი 2-ის საქმე, რითაც ეს უძლეველობის მითი დაიმსხვრა და აღმოჩნდა, რომ ე.წ. მორიგე მოსამართლეს შეუძლია შეაჩეროს ძალიან დიდი ხნის მიმდინარე მოვლენები და გარდა ამისა, ძალიან ბევრი სხვა სოციალური, ეკონომიკური ტიპის პრობლემების მთელი კასკადია და ამ ყველაფრის გადაფარვას სჭირდება რაღაც სისტემური პოზიტივი, რომ აი ჩვენ ქვეყანასა ვაშენებთ ან ისევ და ისევ ნეგატივი,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, ქართული ოცნება „საბრძოლო მზადყოფნაშია“, რაც ზოგჯერ პრეზიდენტის გაკრიტიკებაში გამოიხატება.

კურიერის ეთერში გია ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ვალდებული იყო ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტო დაედო. გია ხუხაშვილმა პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას აღნიშნა, რომ დეპუტატები ე.წ. მოსმენების კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გვერდის ავლას ცდილობდნენ.

„ეს დეპუტატები სხვათა შორის მე ტელეფონზე არ მელაპარაკებიან, მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს მათთან კომუნიკაცია. ტელეფონზე არ მელაპარაკებიან, როცა რაღაც კითხვა ან რჩევა უნდათ, მეუბნებიან, რომ ტელეფონზე ვერ გეტყვი, რომ შეგხვდები იქ დაგელაპარაკები, თვითონ აქვთ განცდა, რომ ისმინებიან,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბინით დაკმაყოფილებაზე უარის მიღების გამო ზუგდიდში ერთ-ერთმა დევნილმა თვითმკვლელობა სცადა
შემდეგი სტატია“არის პოლიტიკური ზეწოლაც და სურვილი იმისა, რომ დღესვე შეიცვალოს საქართველოს პრეზიდენტი,” – სოსო ცისკარიშვილი