არის ძალიან მკაფიო გზამკვლევი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მიყვება და რეფორმები განხორციელდება – კობახიძე ჰარცელის განცხადებაზე

არის ძალიან მკაფიო გზამკვლევი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მიყვება და რეფორმები განხორციელდება, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის განცხადებას, რომ როგორიც არ უნდა იყოს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის სტატუსთან დაკავშირებით, არსებობს მთავარი, რაც უცვლელია: დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე.

კობახიძის განცხადებით, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ამ ასპექტმა ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„არსებობს კონკრეტული დოკუმენტი, ეს არის ასოცირების შეთანხმება და მისი დღის წესრიგი. ყველა რეფორმა გაწერილია ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგში, რომელიც 2 კვირის წინ ევროკავშირთან შეთანხმდა. აქედან გამომდინარე, არის ძალიან მკაფიო გზამკვლევი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მიყვება და რეფორმები განხორციელდება, რა თქმა უნდა, ამ დღის წესრიგის შესაბამისად. ამ კუთხით ყველაფერი ნათელია, შესაბამისად, არავითარი საფუძველი ამ ასპექტმა ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებას , რა თქმა უნდა, არ არსებობს“,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ! – ჰარცელი
შემდეგი სტატიაბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე გახდა