ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე გახდა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე გახდა. იგი თავმჯდომარედ 18 ხმით აირჩიეს.

სხდომას არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ პარტია „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ დეპუტატებს. ამასთან, „ლელოს“ დეპუტატმა ირაკლი კუპრაძემ დღეს საკრებულო საკუთარი განცხადებით დატოვა და მას პარტიული სიის მომდევნო ნომერი, ვაჟა დარჩია ჩაანაცვლებს.

არჩევნებიდან დღემდე, ბათუმის საკრებულოს სხდომა მხოლოდ ერთხელ გაიმართა იმის გამო, რომ არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ ჰქონდა უმრავლესობა. სხდომები ვერ ტარდებოდა კვორუმის არარსებობის გამო. სწორედ ამიტომ, შუალედური არჩევნების გამარჯვებული კანდიდატის, რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობა კანონში ცვლილებების განხორციელებამდე ვერ მოხერხდა.

დღესვე ბათუმის საკრებულო თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევს და განსაზღვრავს კომისიათა შემადგენლობას.

წინა სტატიაშიარის ძალიან მკაფიო გზამკვლევი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მიყვება და რეფორმები განხორციელდება – კობახიძე ჰარცელის განცხადებაზე
შემდეგი სტატია26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე რა უნდა ითქვას და რა არ უნდა ითქვას, ეს ჩვენ ყველამ ვიცით და პრეზიდენტმაც ბუნებრივია უნდა იცოდეს – კობახიძე