არის ბევრი შენიშვნა, რომელიც არა სახელმწიფო დეპარტამენტის, არამედ ოპოზიციური სპექტრის შეფასებაა – ჯანელიძე

არის ბევრი შენიშვნა, რომელიც არა სახელმწიფო დეპარტამენტის, არამედ ოპოზიციური სპექტრის შეფასებაა – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქართული მხარე ყველა იმ შენიშვნის გათვალისწინებას აპირებს, რომლის შესახებაც სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს.
„ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ ხედვებს. რაც შეეხება გარკვეულ შენიშვნებს, ჩენ ის რაც არის აღნიშნული – შენიშვნებს გავითვალისწინებთ, თუმცა არის ბევრი შენიშვნა, რომელიც არა სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაა, არამედ არის ოპოზიციური სპექტრის შეფასება,”-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი: კატასტროფული შიმშილია ქვეყანაში
შემდეგი სტატიაპაოლო ალი – ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მანამდე კი უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა