თაკო ჩარკვიანი: კატასტროფული შიმშილია ქვეყანაში

“ვთვლი, რომ უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც უბრალოდ ძინავს. ძინავთ ძალიან დიდი ხელფასებით და სიამოვნებით. როცა ესენი გამოფხიზლდებიან, ხალხი უკვე კეტით ხელში იქნება.  ეს ასე ხდება ხოლმე. არასდროს არავის არ შერჩენია უმსგავსობა. არის უმსგავსობა, როცა ციხეში ექცევი ადამიანებს ცუდად და არის უმსგავსობა, როცა მოხუცებს თვალებში ვერ უყურებ სირცხვილით და კატასტროფული შიმშილია ქვეყანაში.

აღმოჩნდა ისიც, რომ თურმე ქვეყნის სიყვარული პათეთიკა ყოფილა. სანამ კურსს არ გამოკვეთავს, რაც აუცილებელია და არ აყვებიან ვიღაც კრეტინის აზრს, რომ თურმე ეს ნიშნავს მეზობელთან ომს, არაფერი არ გამოსწორდება მანამ. თქვენ თუ ასეთი უძრაობა გახსოვთ რომელიმე ხელისუფლების დროს…მოტოვებულია სოფლები. ოზურგეტში ჩაბრძანდით, ნახეთ იქ რა დღეშია სოფლები. სულ მგონია, რომ ძალიან გვაყვედრის ვინმე, მათ შორის ხელისუფალი, უკვე ექვსი წელია, რომ ციხეებში დაალაგეს თურმე სიტუაცია? რაშია საქმე? მარტო ოპოზიციური განწყობა კი არ არის ეს ჩემი მხრიდან? არა, სახელმწიფოებრივად ვაზროვნებ.

ვინმე ივანიშვილს თუ გულშემატკივრობს, მივიდეს და უთხრას-ბატონო ბიძინა, არც ერთი შენი სიკეთე არ ცანს დღეს, როცა ამდენი მშიერი ხალხის ფონზე აპროწიალებ ამ ხეებს ზევით და ქვევით და არა ისე, მაამებლურად რომ ეუბნებიან, აუ, რა მაგარ რამეებს აკეთებ…

თაკო ჩარკვიანი

banner
წინა სტატიაშისომხეთში სამი ლიდერის დაკავებით პროტესტი უფრო გაძლიერდა
შემდეგი სტატიაარის ბევრი შენიშვნა, რომელიც არა სახელმწიფო დეპარტამენტის, არამედ ოპოზიციური სპექტრის შეფასებაა – ჯანელიძე