არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატებმა 9 აპრილის მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.

არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 32 წლის წინ, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიშსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 509 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია აფგან მუხთარლის საქმეზე ნიკოზოლ სამხარაძის კომენტარს ეხმაურება