გიგა ბოკერია აფგან მუხთარლის საქმეზე ნიკოზოლ სამხარაძის კომენტარს ეხმაურება

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოზოლ სამხარაძის კომენტარს ეხმაურება. სამხარაძემ თქვა, რომ მუხთარლის საქმემ ქვეყნის იმიჯი დააზიანა და “ვისი პრემიერობისას მოხდა, ხალხმა იცის”.

“ბიძინა ივანიშვილისა და კვირიკაშვილის გვარი ყველამ ვიცით, ვინც ხელისუფლებაშია, მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი, როცა ასეთი სამარცხვინო და ქვეყნისთვის საზიანო ამბავი ხდება. აქ აღსანიშნავია არის ის უტიფრობა, რა პროპაგანდაც გუშინ მოვისმინეთ ივანიშილის გარემოცვის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან, რომ ყველამ ვიცით, ვიცი ბრალიც არისო და თან არ თქვა, ვისი ბრალია, თითქოს, აქ რამე გაურკვევლობა იყოს”. – ამბობს გიგა ბოკერია.

ბოკერიას თქმით, მუხთარლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის ნორმალური გამოძიებაა საჭირო, რაც, მისივე შეფასებით, ამ ხელისუფლების პირობებში ვერ მოხდება.

“მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ასეთ საკითხები, როცა ჩანაწერები ქრება, სუსთან არის კავშირში. ვიცით, რომ სუსი პირდაპირ კონტროლზე იყო პერსონალურად ივანიშვილის მხრიდან. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო ფურცელია, ამ ხელისუფლების პირობებში არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ოფიზიალურად რამე გაირკვევა”. – ამბობს ბოკერია.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა.

მუხთარლის გატაცებაზე საუბრისას, სამხარაძე ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის პერსონალურ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს.

“გეთანხმებით, რომ მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა. ეს არ იყო კარგი და სასიამოვნო ამბავი, თუმცა დეტალები, ვინ იყო ამაში ჩართული, ვისი ბრძანებით გაკეთდა, ვისი პრემიერობის დროს, ვინ იყო მაშინ გადაწყვეტილების მიმღები პირი და ასე შემდეგ, საზოგადოებამ ყველაფერი იცის. რაც შეეხება გამოძიების ნაწილს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძემ და დეპუტატებმა 9 აპრილის მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკეს
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი – ქვეყანაში პოლტიკური დევნა უნდა შეწყდეს