არჩილ თალაკვაძე : საქართველოს მუდმივად სჭირდება რეფორმები, ცვლილებები და პარტნიორები

საპარლამენტო უმრავლესობის ამოცანაა, მთავრობას შევუქმნათ პირობები, რომ ქვეყნის პროგრესი კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს თითოეული მოქალაქისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მუდმივად სჭირდება რეფორმები, ცვლილებები და პარტნიორები.

„საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც მუდმივად სჭირდება რეფორმები, ცვლილებები, პარტნიორები და ამიტომ, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სამთავრობო გუნდი ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის ამოცანაა, მთავრობას შეუქმნას პირობები, საკანონმდებლო სივრცე იმისათვის, რომ ეკონომიკური განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდეს და საქართველოს პროგრესი გახდეს კიდევ უფრო ხელშესახები თითოეული მოქალაქისთვის.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები არის პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია.

„მთავრობაში საკადრო ცვლილებები არის პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია და მას შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვათ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობის საგზაო რუკას მოამზადებს
შემდეგი სტატიაბახტაძე: ჩვენი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის და დასაქმების ხელშემწყობა