საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობის საგზაო რუკას მოამზადებს

საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით საგზაო რუკის შექმნას გეგმავს, – ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
„იმისათვის, რომ კიდევ უფრო კონცენტრირებული იყოს ჩვენი მუშაობა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენ ვგეგმავთ, შევიმუშავოთ საგზაო რუკა ევროკავშირისკენ, რომელიც კონცეპტუალურად გულისხმობსოთხ ძირითად მიმართულებას:

პირველი – ეს არის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის სრული და ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით. ეს თავისთავად გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობის დაახლოებით 70%-ის ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში დანერგვას, ჩვენი დემოკრატიული და სექტორული ინსტიტუტების ევროპული სტანდარტით განვითარებას;

მეორე მიმართულება არის ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების მიღმა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის პროცესი, რათა აღმოვაჩინოთ დამატებითი საკანონმდებლო მიახლოების საჭიროება და ამ სამუშაოს შედეგად მოვამზადოთ ნიადაგი ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯებისთვის;

მესამე მიმართულება ამ საგზაო რუკის იქნება 6 ნაბიჯი, ანუ ის სხვაობა, რაც არსებობს ასოცირების შეთანხმებასა და კიდევ უფრო მეტ ევროპულ კანონმდებლობასთან და ინსტიტუციურ პრაქტიკასთან დაახლოებას შორის, ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, ანუ ასოცირების შეთანხმების მიღმა ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოება, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან მაქსიმალური ინტეგრაცია, ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდა, ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაცია და გაღრმავება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გაძლიერებული თანამშრომლობა და ევროკავშირთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთკავშირების გარღმავება;

საგზაო რუკის მეოთხე მიმართულება იქნება აქტიური მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის „20 შედეგი 2020 წლისათვის“ დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში2018 წლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები გაიზრდება – ჩხენკელი
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : საქართველოს მუდმივად სჭირდება რეფორმები, ცვლილებები და პარტნიორები