არჩილ თალაკვაძე – დღეს კონსტიტუცია ხალხს დაუბრუნდება

დღეს კონსტიტუცია ხალხს დაუბრუნდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს ექნება ისეთი კონსტიტუცია, რომელიც არ არის მორგებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე.

”ახალ კონსტიტუციას აქვს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია უკვე ამ მომენტისთვის, ვინაიდან მას მხარი დაუჭირა პარლამენტში ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ და პოლიტიკურმა სუბიექტმა. ასევე, ამ კონსტიტუციას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნა, სადაც პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ კონსტიტუცია არის პროგრესული და ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობას და უკვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექნება ისეთი კონსტიტუცია, რომელიც არ არის მორგებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის რომელიმე სუბიექტურ ინტერესებზე. კონსტიტუცია დღეს დაუბრუნდება ხალხს და ეს იქნება კონსტიტუცია, რომელიც თითოეულ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის შენიშვნებს, თალაკვაძის განცხადებით, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ვერ მოახერხა დაეთანხმებინა ოპოზიცია, რომ მოტივირებულ შენიშვნებში მხოლოდ ორი საკითხი შესულიყო.

”შემიძლია ვთქვა შემდეგი, ჩვენ გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან საინტერესო შეხვედრა, სადაც პრაქტიკულად შეთანხმება შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ ვენეციის კომისიასთან აღებული პირობა უნდა შესრულებულიყო და პრეზიდენტიც დაეთანხმა ამ ორ საკითხს. ორ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას, საქართველოს პრეზიდენტს და ვენეციის კომისიას გვქონდა საერთო პოზიცია. სამწუხაროდ, ვერც პრეზიდენტმა მოახერხა ოპოზიციურ პარტიებთან შეთამხება, მათი დათანხმება მხოლოდ ამ საკითხების შეტანაზე მოტივირებულ შემოშვნებში”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია – მმართველმა გუნდმა როგორი კონსტიტუციაც არ უნდა მოირგოს, ხელისუფლებას მაინც ვერ გაიხანგრძლივებს
შემდეგი სტატიათამარ ჟვანიას ინფორმაციით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში 28 საარჩევნო სუბიექტი გატარდა