არჩილ ტატუნაშვილის საქმე – მცხეთის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება

არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშრებით მცხეთის სასამართლოში დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება, სასამართლო პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.
ტატუნაშვილის საქმეზე პირველი სხდომა 15 ივნისს ჩატარდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების, ალიკ ტ.-სა და დავით გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

გამოძიების თანახმად, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მოგვიანებით არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

„ვინაიდან, ბრალდებულები დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი თავს არიდებენ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ (თავისუფლების უკანონო აღკვეთა – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ) და 25-1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წამებაში დახმარება, ჩადენილი ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ).

დავით გურწიევისთვის და ალიკ ტაბოევისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მამალაძის ადვოკატები პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით დღეს მიმართავენ
შემდეგი სტატიაერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი – სროლა ვარკეთილში