გიორგი მამალაძის ადვოკატები პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით დღეს მიმართავენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატები პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით დღეს მიმართავენ. ადვოკატების თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მამა გიორგი მამალაძე ბრალს აღიარებს.

ადვოკატები დავის გაგრძელებას სტრასბურგის სასამართლოშიც გეგმავენ და ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნება ვიდრე ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, დეკანოზი შეწყალებით გაათავისუფლონ.

„ეს შეწყალება არ ემსახურება და არ ითვალისწინებს,რომ მამა გიორგი დანაშაულს აღიარებს. არა, ჩვენ ვართ უდანაშაულოები. საჩივარი, რომელიც წავა სტრასბურგში. მოგეხსენებათ ევროპულ სასამართლოში გარკვეული დრო დაჭირდება საქმის განხილვას. ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი თავისი შინაგანი რწმენით, თავისი ინტელექტით, თავისი ღირსებით ამას ყველაფერს გაითავისებს და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას,“-განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცხინვალში ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა იწვის {VIDEO}
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის საქმე – მცხეთის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება