არჩილ გამზარდია: ხელისუფლება პატრიარქის გადაყენებას ჩქარობს და სურს, რომ არჩევნებისთვის მისთვის სასურველი ადამიანი დააყენოს

„მეუფე იაკობი არაა გამორიცხული, რომ ახლა უფრო მეტს იტყვის. ქორეპისკოპოსობა მას არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ ბევრი რამე ასე ღიად ესაუბრა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მისი ყველა ნათქვამი ეკლესიის განცხადებად აღიქმებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო ბევრი ისაუბროს. რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც მან ამ შეხვედრაზე ილაპარკა, არის ის, რომ ხელისუფლება პატრიარქის გადაყენებას ჩქარობს და სურს, რომ არჩევნებისთვის მისთვის სასურველი ადამიანი დააყენოს. ამიტომაც ის ამისთვის ყველა ღონეს ხმარობს. თუმცა რამდენად იქნება ეს კანდიდატი მეუფე შიო რთული სათქმელია, რადგანაც სინოდის წევრების მხადაჭერით ის დიდად არ სარგებლობს. ჩვენ კი ვიცით, რომ პატრიარქის არჩევა მათ მიერ უნად მოხდეს.

ახლა ხელისუფლება აქტიურად ცდილობს სინოდის წევრებთან კომინუკიაციას და დაახლოვებას. არ არის გამორიცხული, რომ მათ თავისი კანდიდატები ჰყვადეთ და რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდეს. ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ სათადარიგო ვარიანტები რომ ექნებათ, ფაქტია. ხელისუფლებას ახლა საკმაოდ რთული სიტუაცია აქვს და წინასაარჩევნოდ ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის რათა ყველაფერზე გავლენა ჰქონდეს. ეკლესია კი მოგეხსენებათ ის ინსტიტუტია, რომლის კონტროლიც ყველაზე მნიშვნელოვანია“-აცხადებს არჩილ გამზარდია

banner
წინა სტატიაშიშსს თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიამტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა