არჩილ გამზარდია: ივანიშვილი ცდილობს გახდეს ერთადერთი ერის ბელადიც და პატრიარქიც

ყველაზე ტრაგიკული მთელ ამ კომედიაში ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი სრულად ჩაკეტილი პერსონაჟია, ის არაფერს იაზრებს, წლების განმავლობაში არ სვამს კითხვებს – რატომ ვაფუჭებ? რა მელის ადრე თუ გვიან? რაში მჭირდება ძალაუფლება, რომელიც ადრე თუ გვიან დასრულდება ჩემს საწინააღმდეგოდ?

სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მავნებლობა, რომლის მთავარი არასრულფასოვნების კომპლექსი თავადაა და თავის თავთან ბრძოლის ველი თითოეული ჩვენგანი, მთელი ქვეყანა.

ივანიშვილმა მხოლოდ ის დაამტკიცა ბოლო ინტერვითი, რომ არის საშიში, ძალიან საშიში და მასთან ბრძოლას სრულიად სხვა ხერხები სჭირდება.

ჩემდა სამწუხაროდ, აქვე ვიტყვი, რომ ის ჩემთვის პოლიტიკურ სუბიექტებში წლების მანძილზე ერთადერთი ადამიანი იყო თავის დროზე, რომელმაც გარკვეული რწმენა შემიქმნა და იმდენად შევცდი, რომ დღეს ერთგვარი კომპლექსი მაქვს, ადვილად აღარ ვენდო პოლიტიკურ ლიდერებს თუ ჯგუფებს და მგონია, რომ ეს მხოლოდ მე კი არა, ძალიან ბევრს მოუვიდა. ჩვენ წარუმატებლები აღმოვჩნდით ჩვენს ნდობაში და სულელებიც კი.

ბიძინა ივანიშვილი დღეს მართავს ყველაზე მიუღებელი მეთოდებით, ყველაზე ცუდი მიზნებით, ის ცდილობს გახდეს ერთადერთი ერის ბელადიც და პატრიარქიც კი, მოირგოს კერპის ფუნქცია და რადგანაც არ გამოსდის, ცდილობს აიძულოს ყველა რომ მას ემსახუროს, ფულით, შიშით, იძულებით, გულგრილობით, უიმედობით და ა.შ. ყველა ეს კატეგორია მისი ძალაუფლების ინსტრუმენტია და ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი ბრძოლა, რომ საკუთარ თავში დავძლიოთ ეს ყველაფერი და მას ისე დავუპირისპირდეთ, კიდეც ვაჯობოთ და კიდეც არ შევცვალოთ კვლავ მსგავსით-წერს ჟურნალისტი არჩილ გამზარდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი : ჩვენი მიზანია პარლამენტის პიკეტირება, რათა შენობაში არ შევიდნენ დეპუტატები
შემდეგი სტატია“ხელისუფლებამ შუა რუსთაველზე ბერლინის კედელი ააგო საკუთარი ხალხისგან დასამალად” – ანზორ ბიწაძე