არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება რადიკალურ უკანონო ქმედებებზე გადავიდა

სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყოხუთშაბათს, 31 მართ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობით, პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელსაც საბავშვო ბაღების გათავისუფლებული დირექტორები და პედაგოგები დაესწრებიან და სადაც განხილული იქნება ის არგუმენტები, რომელის საფუძველზეც პირებმა სამუშაო დაკარგეს.

აღნიშნული შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება რადიკალურ უკანონო ქმედებებზე გადავიდა, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. ამჯერად მინდა საბავშვო ბაღებზე ვისაუბრო, როდესაც პედაგოგების, დირექტორების თანამდებობებიდან გათავისუფლება ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურების უგულვებელყოფით მიმდინარეობს. თბილისში უკვე 40-მდე ბაღის ხელმძღვანელია გათავისუფლებული. იგივე ხდება ქუთაისშიც, სადაც იანვარში 3 ბაღის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. ჩვენი ინფორმაციით ვითარება მსგავსია საქართველოს სხვა რაიონებშიც. ამ ქმედებაში საგანგაშოა ის, რომ პირების გათავიუსლფებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ უდევს.

რატომ ხდება ეს ყველაფერი? – იმიტომ, რომ არჩევნები ახლოვდება და მთავრობას სურს, რომ თავიანთი აგიტატორები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭრები დაასაქმონ, რათა მათი ერთგულება იყიდონ.

ყველაზე მნიშვნელოვანია პასუხი, რასაც ხელისუფლებისგან იღებს ეს ხალხი – წადით, იჩივლეთ სასამართლოში. მათი გათვლა არის ის, რომ დღეიდან არჩევნებამდე დარჩენილია იმაზე ნაკლები ვადა, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ, ურჩევნიათ ჰყავდეთ თავისი დანიშნული, ზოგჯერ უდიპლომო ადამიანები და არჩევნებზე სარგებელი მიიღონ.

სწორედ ამიტომ, ხუშაბათს, პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც ყველა დაზარალებულ მხარეს ვთავაზობთ მოვიდეს და წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტები, ან მანამდე მოგვაწოდონ ინფორმაცია მათი უფლებების დარღვევის შესახებ.“

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: მომხრე არ ვარ, რომ ყოველთვის როცა ვინმე აყვირდება, საგამოძიებო კომისია შეიქმნას
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი: მთავრობამ ქვეყნის მოსახლეობა და ბიზნეს სექტორი კიდევ ერთხელ მოატყუა