თინა ხიდაშელი: მომხრე არ ვარ, რომ ყოველთვის როცა ვინმე აყვირდება, საგამოძიებო კომისია შეიქმნას

არ ვარ მომხრე, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვინმე აყვირდება, საგამოძიებო კომისია შეიქმნას, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტების კითხვას უნდა შეიქმნას თუ არა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია პარლამენტში.
თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ასეთი კომისია პარლამენტში მუდმივად უნდა არსებობდეს.

“როცა პარლამენტის წევრი გავხდი, პირველივე დღიდან ვითხოვდი მუდმივმოქმედი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან ქვეყანაში ბევრი რამ ხდება, რაც სხვადასხვა დოზით და მასშტაბით ხდება საზოგადოების ინტერესის საგანი და ითხოვს უფრო მეტ ყურადღებას პარლამენტისგან, ვიდრე ჩვეულებრივი მოვლენა. სამწუხაროდ, მაშინ ჩემი ეს ინიციატივა არ გავიდა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, თავის მხრივ ფარული ჩანაწერების თემაც და საგამოძიებო კომისიის საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია.
“უნდა გადავიდეთ იმ სისტემაზე, როცა ასეთი კომისია არსებობს პარლამენტში და ის იკრიბება მაშინ, როცა ამის საჭიროება არის”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისასამართლოში ირაკლი სესიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაარჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება რადიკალურ უკანონო ქმედებებზე გადავიდა