არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებების ძალაში 8 აგვისტოს შესვლა მორიგი აბსურდია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ დავით ბაქრაძის განცხადებით, არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებების ძალაში 8 აგვისტოს შესვლა მორიგი აბსურდია.
“დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის, რომ ქვეყანაში დადგება 8 ოქტომბერი 8 აგვისტოს უნდა გავიგოთ, ეს არის მორიგი აბსურდი, რომელშიც ქართული ოცნება ცდილობს ჩვენი საზოგადოება შეიყვანოს. რაც არ უნდა ფოკუსები მოიფიქრონ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, რაც არ უნდა სისულელე გამოაქვეყნონ, ქართული ოცნება ამ არჩევნებს წააგებს. ვურჩევ თავი დაანებონ ასეთი ტიპის ფოკუსებს, ხალხის და პოლიტიკური პარტიების მოტყუებას და ნორმალურ თანაბარ, მშვიდ არჩევნებში გადააბარონ ხელისუფლება მომავალ გამარჯვებულს, რომელიც დარწმუნებული ვარ ნაციონალური მოძრაობა იქნება,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშისომხურმა მხარემ ტაპგარაგოინლუს რაიონს ცეცხლი გაუხსნეს
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3052 ლარი გახდა