ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3052 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3052 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3052 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0136 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6157 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6019 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებების ძალაში 8 აგვისტოს შესვლა მორიგი აბსურდია
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ტელეკომპანია „იმედში“ მორიგ, მათი თქმით, მოულოდნელ საკადრო ცვილილებას ეხმაურება