არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოსდგომია კონსტიტუციის დახურულ კარს მიღმა გადახედვა – მარგველაშილი

არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოსდგომია კონსტიტუციის დახურულ კარს მიღმა გადახედვა- ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მის მიერ დაწყებული კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“-ს ფარგლებში კახეთში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

”როგორ შეიძლება თავისუფალი ადამიანი დაემორჩილოს რაღაცას, თუ თვითონ არ აწერს ხელს ამ წესებს და კანონებს. სწორედ ამიტომ იწყება კონსტიტუცია სიტყვებით, – ”ჩვენ საქართველოს მოქალაქენი” და ქვემოთ საქართველოს მთელი სახელმწიფო, მთელი ერი უნდა აწერდეს ხელს. კონსტიტუცია არის ჩვენი თანხმობა, როგორც თავისუფალი მოქალაქეებისა ერთმანეთთან, რომ რაღაც წესებს დავიცავთ და ასე იქმნება თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი სახელმწიფო. ამ თანხმობიდან გამომდინარე, სწორედაც რომ იურისტები და კონსტიტუციონალისტები ქმნიან კონსტიტუციის მუშა და მოქმედ ტექსტს, ამიტომ, როცა გაჩნდა ინიციატივა კონსტიტუციის გადასინჯვის, მე ვთქვი, რომ უნდა შევქმნათ ახალი ტრადიცია, ვკითხოთ საზოგადოებას. არაერთხელ გადასინჯულა კონსტიტუცია საქართველოში და ეს გადასინჯვები იყო დახურულ კარს მიღმა, ერთი რომელიღაცა პოლიტიკური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე. ისტორიულად, რამდენჯერაც დახურულ კარს მიღმა გადაიხედა კონსტიტუცია, მერე არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოდგომია შედეგები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის შს მინისტრი თურქი მინისტრების სააგიტაციო გამოსვლების წინააღმდეგ გამოდის
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი “ივანიშვილმა დენზე, განახევრებული ტარიფის ნაცვლად, მამის სისხლი დაგვიწესა