გერმანიის შს მინისტრი თურქი მინისტრების სააგიტაციო გამოსვლების წინააღმდეგ გამოდის

გერმანიის შს მინსიტრმა ტომას დე მეზერმა კვირას, 12 მარტს ანკარა მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ თურქეთის მთავრობა გერმანიის ტერიტორიაზე სააგიტაციო ღონისძიებების ჩატარებას ლამობს – ამის შესახებ მეზერმა ARD-ს ეთერში განაცხადა.
თურქული აგიტაციური კამპანიების ადგილი გერმანიაში არ არის – ხაზი გაუსვა მან და დაამატა, რომ პირადად ის, “პოლიტიკურ ჭრილში კატეგორიულად წინააღმდეგია მსგავსი ღონისძიებების”. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თვითონ თურქეთში არსებობს ნორმა, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური აგიტაციის საზღვარგარეთ ჩატარება იკრძალება. მეზერის თქმით, “ყველაფერს თავისი ნორმა აქვს”, დაშვებულის საზღვრები ძალიან მკაფიოა და გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსში ის დეტალურად არის გაწერილი – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ადრე თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიის პოლიტიკა ნაცისტური გერმანიისას შეადარა.
გერმანიაში თურქი მინისტრების რამდენიმე სააგიტაციო გამოსვლა ჩაიშალა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციაში შშმ პირების მშობლებმა შიმშილობა დაიწყეს
შემდეგი სტატიაარცერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოსდგომია კონსტიტუციის დახურულ კარს მიღმა გადახედვა – მარგველაშილი