“არც პარლამენტიდან წავალ, არც პოლიტიკიდან და არც პარტიიდან”

მმართველ კოალიციას შესაძლოა, 2 სუბიექტი დაემატოს

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატ ელისო ჩაფიძის თქმით, ის მზად იყო პოლიტიკიდან წასულიყო, თუ ხელისუფლება ტყიბულის მუნიციპალიტეტს სათანადო ყურადღებას მიაქცევდა, თუმცა მას შეთავაზებაზე პასუხი არ მიუღია.

ელისო ჩაფიძე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისამართით გაგზვანილი ღია წერილის შემდეგ, სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებაც ავრცელებს.

“ბევრი ადამიანი მირეკავს და მწერს. პირველ რიგში. მადლობა ყურადღებისა და თანაგრძნობისათვის. ვისაც გაეხარდა ჩემი განცხადება, მათ გასაგონად ვამბობ, რომ მე შევთავაზე ჩემთან მებრძოლ გოლიათ პოლიტიკოსებს, თუ ჩემს გამო უკეთებთ ამას ტყიბულს, მზად ვარ, წავიდე, ოღონდ მაღალმთიანის სტატუსი მიანიჭეთ-თქო. ჯერჯერობით ეს თხოვნა არ შესრულებულა. ამიტომ არც პარლამენტიდან წავალ, არც პოლიტიკიდან და არც პარტიიდან, რომლის წესდება ჩემი ხელმოწერითაა რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში. გავაგრძელებ პოლიტიკურ ბრძოლას. მჯერა გამარჯვების. ერთმა კეთილშობილმა ქალბატონმა მომწერა: ელისო, შენს გვერდით ვართ ხალხი და სიმართლეო…. ასე რომ, ფსბეს და ცეკას ინტრიგანებს უფრო ადრე არ მოუწიოთ პოლიტიკიდან წასვლა”- წერს ჩაფიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჩაფიძე ხელისუფლებას სთხოვს, კიდევ ერთხელ გადაიხედოს მთის კანონი, რადგან ტყიბულის მუნიციპალიტეტს 2016 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიანი ზონის სტატუსი შეუჩერდა, შესაბამისად, ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლში, რომლის თანახმად მეშახტეების შემოსავალი 10%-ის ნაცვლად 20%-ით იბეგრება.

ცნობისთვის ტყიბულის მაჟორიტარმა ელისო ჩაფიძემ, ორი დღის წინ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლის ადრესატებიც პრემიერ პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, გია ვოლსკი არიან.

banner
წინა სტატიაშითაკო გერგედავას მეგობარი მერიისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაუჯარმასთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა