უჯარმასთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

უჯარმასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ერთ-ერთი დაშავებული თბილისშია გადაყვანილი. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის საგარეჯოს კლინიკაში ნარკოზის ქვეშ, მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

“ერთ-ერთი დაშავებული თბილისშია გადაყვანილი. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის კვლავ საგარეჯოს რაიონის კლინიკაში, ნარკოზის ქვეშ არის მართვითი სუნთქვის აპარატზე. იქიდან გამომდინარე, რომ ღრმა პოლიტრავმა აქვს, მისი სიცოცხლის შანსები 50-50-ზეა”, – განაცხადა ალექსანდრე სართანიამ.

უჯარმასთან გუშინ მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ავარიის შედეგად გარდაცვლილთა შორის ერთი 7 წლის ბავშვია. ერთმანეთს “ფორდის” მარკის მიკროავტობუსები შეეჯახნენ.

banner
წინა სტატიაში“არც პარლამენტიდან წავალ, არც პოლიტიკიდან და არც პარტიიდან”
შემდეგი სტატიააღმაშენებლის გამზირზე, პროექტ “ახალი ტფილისი”-ს ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება