„არც კაცს ინდობენ, არც – ქალს, არც – ახალგაზრდას, არც – ხნიერს… ტურები ვერასოდეს ვერავის ვერ დაამარცხებენ“

ზუგდიდის დღევანდელ ინციდენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ზა სამადაშვილი „ფეისბუქში“ წერს:

„ტურებივით გესხმიან თავს აიპადებით აღჭურვილები, წრეს გირტყამენ, სათითაოდ, რიგრიგობით გამოხტებიან, იგინებიან, ირტყმევინებიან, არც კაცს ინდობენ, არც – ქალს, არც – ახალგაზრდას, არც – ხნიერს და კვლავ წრეს უბრუნდებიან, იქნებ გამოგიწვიონ, იქნებ, ხელი გაგაქნევინონ, რათა დააფიქსირონ შენი „აგრესია“ და დოკუმენტის სახით წარუდგინონ შეკვეთის მიმცემებს, გამომგზავნებს. 
ტურები ვერასოდეს ვერავის ვერ დაამარცხებენ, ზუგდიდი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს!“

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – ბრიუსელში ძალიან პოზიტიური გზავნილები მოვისმინეთ
შემდეგი სტატიაროდესაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, სტრატეგიულ პარტნიორთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ვითარების გამწვავება