არასწორია აზრის დამკვიდრება, რომ პოლიტიკოსი არ უნდა მივიდეს ასეთი ტიპის (ხანძრის) შემთხვევის ადგილზე

1. არასწორია აზრის დამკვიდრება, რომ პოლიტიკოსი არ უნდა მივიდეს ასეთი ტიპის (ხანძრის) შემთხვევის ადგილზე. არასწორი ისაა, რომ პოლიტიკოსმა სახლიდან, ტელევიზიით უყუროს ადამიანების ტრაგედიას, არ მივიდეს შემთხვევის ადგილზე, არ გაესაუბროს დაზარალებულებს და არ მიიღოს ინფორმაცია პირველწყაროდან.
2. ამასთან, არასწორია პოლიტიკოსმა გამოძიების გარეშე დაამტკიცოს, რომ ხანძარი ვიღაცამ შეგნებულად გააჩინა. სწორია, პოლიტიკოსმა გააკეთოს ანალიზი, რომ ბოლო დროს გახშირდა ხანძრის ტენდენცია მსხვილ სავაჭრო ობიექტებზე და რა იწვევს ამას, გამოძიებამ უნდა დადოს ფაქტები და შედეგები, რათა გაიფანტოს სრულიად ლეგიტიმური ეჭვი.
3. არასწორია პოლიტიკოსმა დაადანაშაულოს ყველაზე მამაცი პროფესიის წარმომადგენლები- მეხანძრეები განზრახ უმოქმედობაში, როცა ეს საბრალო მეხანძრე ყველაზე დაბალი რგოლია და სიცოცხლეს წირავს სხვა ადამიანების გადასარჩენად… როცა ხედავ, რომ ისინი ხანძარს ებრძვიან. სწორია, პოლიტიკოსმა დააფასოს ასეთი მამაცი პროფესიის ხალხი და არ დააკნინოს მათი შრომა და თავდადება. ასე რომ, რაღაცა სწორია და რაღაცა – არასწორი. მე ელიავას ბაზრობაზე მივედი არა როგორც პარტმუშაკი, არამედ როგორც მოქალაქე… უბრალოდ, ადამიანი… რომელიც სხვა ადამიანების ტრაგედიამ სახლში, უბრალოდ, არ გამიშვა-აცხადებს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიელიავას ბაზრობაზე ბიზნესის დიდი ნაწილი დაზღვეული არ ყოფილა
შემდეგი სტატიათბილისის მერია ელიავას ბაზრობაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს(ფოტოები)