ელიავას ბაზრობაზე ბიზნესის დიდი ნაწილი დაზღვეული არ ყოფილა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე ბიზნესის დიდი ნაწილი, ისევე როგორც “ბავშვა სახლში”, დაზღვეული არ ყოფილა. ამის შესახებ ნარმანიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.
“იდეალური სიტუაციაა რასაკვირველია, როცა ბიზნესი დაზღვეულია, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ შემთხვევაშიც არ არის დაზღვეული ამ ბიზნესის ძირითადი ნაწილი. ცალსახად იმის თქმა, რომ აუცილებლად ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი, იმის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც გამოძიების შედეგები დაიდება. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები”, – თქვა ნარმანიამ.
ნარმანიამ სახანძროს მუშაობაც შეაფასა და განაცხადა:
“შეტყობინების შემოსვლიდან რამდენიმე წუთში სახანძრო-სამაშველო ბრიგადები უკვე ადგილზე იყვნენ. რომ არა ოპერატიული რეაგირება, ზარალი რა თქმა უნდა მეტი იქნებოდა”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის გაუჩინარების ხუთ ვერსიას ასახელებს
შემდეგი სტატიაარასწორია აზრის დამკვიდრება, რომ პოლიტიკოსი არ უნდა მივიდეს ასეთი ტიპის (ხანძრის) შემთხვევის ადგილზე