არასრულწლოვნის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი ბრალს არ აღარებს

არასრულწლოვნის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, კონსტანტინე ქოჩიშვილს, რუსთავის პოლოციის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი გოგინავამ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და საკუთარ პოზიციას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხდომაზე დეტალურად გაასაჯაროებს.

სასამართლო სხდომა ადვოკატის ინფორმაციით სავადაუდოდ ხვალ ჩაინიშნება.

„ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციის გავრცელებისაგან თავს შევიკავებთ. ველოდებით საქმის მასალების გადმოცემას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი იმ მუხლით წარედგინა, რაც დაკავების საფუძვლადაა მითითებული“,- განაცხადა ადვოკატმა.

16 წლის მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. როგორც მოზარდი აცხადებს, პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც, სასტიკად გაუსწორდნენ.

საქმეზე ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი 28 მაისს დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდამცველი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, დაკავებული დეტექტივ-გამომძიებელი ერთ-ერთი მათგანია. საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურა იძიებს.

banner
წინა სტატიაში,,პირველად თქვენი ხელისუფლების პირობებში დადგა ნეგატიური პასუხისმგებლობის საკითხი სახელმწიფოს მიერ მოკლული ადამიანის შესახებ”
შემდეგი სტატიაჩვენ ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის რომ ორივე ქვეყანა იყოს გაბრწყინებული-დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს