არასრულწლოვნების მკვლელობის პროცესებს მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დახურულ პროცესებს მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და სხდომაზე დაუშვა სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნების პროცესი დახურულია და სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ მხარეებსა და ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს აქვს.
წინა სხდომაზე დასწრების უფლება მოსამართლემ დაზარალებულებს, გარდაცვლილი არასრულწლოვნების მშობლებს მისცა. დღეს კი ასეთივე მოთხოვნა სახალხო დამცველის აპარატსაც ჰქონდა, რასაც ომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს.
დღევანდელ სხდომაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს. პროცესზე ბრალდების ორი მოწმე დაიკითხება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საბერძნეთის მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს
შემდეგი სტატია“თუკი სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, ის დაპატიმრებული იქნება“