საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საბერძნეთის მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს

აბერძნეთის პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის სპიკერის გარდა ქართულ-ბერძნული სტრატეგიული ურთიერთობები ქართულმა მხარემ ოპოზიციის ლიდერთანაც განიხილა. საბერძნეთში პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის ლიდერს შეხვდა. კირიაკოს მიცორაკისი პარტიის „ახალი დემოკრატია“ ლიდერია.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, – „აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხედვები მაქსიმალურად ახლოს არის ერთმანეთთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, თუ საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დამოკიდებულება, მათი მხრიდან სერიოზული ინტერესია და მნიშვნელოვანია, ამ პროცესით ხელისუფლებასთან ერთად დაინტერესებული იყოს ოპოზიციაც.“
საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთის პრემიერს, – ალექსის ციპრასს შეხვდა
შემდეგი სტატიაარასრულწლოვნების მკვლელობის პროცესებს მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს