“არასერიოზული განცხადება”-მესამე სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნას ეხმაურება

საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებას სამოქალაქო სექტორში არასერიოზულს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოს მხრიდან უკვე არსებობს ღიად გაცხადებული ინიციატივა და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატიც სასამართლოს მუშაობას აკრიტიკებს, არასამთავრობოები მაინც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამ საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მძიმე დარტყმა ქვეყნის იმიჯზე და დემოკრატიულ განვითარებაზე.

„არასერიოზული განცხადება არის საერთოდ. იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ეს არის არა მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი,“-განაცხადა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

სასულიერო პირების განცხადებას ეხმაურება საია-ც. ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული თავის დროზე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შემდგომში სხვადასხვა ტიპის საკითხებზე.

„თუ კი ვინმე ხელისუფლებიდან სერიოზულად დაიწყებს ამაზე საუბარს, ეს რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება როგორც იმიჯზე ქვეყნის, ასევე მის როლზე,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაში“დეკანოზი საქართველოს წინააღმდეგ”- მზადება ევროსასამართლოსთვის
შემდეგი სტატია“ჩვენ ველოდებით ძალიან მოკლე ვადაში მის გათავისუფლებას”-რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ვასილ სალამაშვილი კვალავ პატიმრობაშია