“ჩვენ ველოდებით ძალიან მოკლე ვადაში მის გათავისუფლებას”-რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ვასილ სალამაშვილი კვალავ პატიმრობაშია

ამ დრომდე დაკავებული რჩება რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ საკორინთლოდან გატაცებული ვასილ სალამაშვილი. ის 27 ივლისს საოკუპაციო ხაზის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. უცნობია, რა ვითარებაში მოხდა გატაცება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. გატაცებული დღეს რამდენიმე საათში უნდა გაათავისუფლონ.

„კვლავ მოხდა ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება, ეს პრაქტიკა ხორციელდება 2008 წლიდან მოყოლებული. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მყისიერად იქნა ამოქმედებული ცხელი ხაზი და ჩვენ უკვე ველოდებით ძალიან მოკლე ვადაში მის გათავისუფლებას,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“არასერიოზული განცხადება”-მესამე სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნას ეხმაურება
შემდეგი სტატიასტიქია ფოთში – დატბორილი სახლები და ეზოები, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს