არასამთავრობოები პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და პარლამენტს იუსტიციის საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას სთხოვს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის“ ირაკლი კობახიძეს მიმართავს და მოითხოვს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს ზაზა ხარებავას. ხარებავა საბჭოში სწორედ პარლამენტის კვოტითაა წარდგენილი, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ თავის დროზე მისი საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენა კანონდარღვევით მოხდა და არც მისი კომპეტენციაა საკმარისი. საქმე იმაშია, რომ ხარებავას კანდიდატურა არასამთავრობო ორგანიზაცია „აფახეზთმა“ შესთავაზა პარლამენტს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ თავად ამ ორგანიზაციას სასამართლოში არასოდეს დაუცავს მესამე პირის ინტერესები.

„პარლამენტს კარგად უნდა სცოდნოდა, რომ ბატონი ხარებავას დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას მაგრამ ვიღაცამ ამაზე თვალი დახუჭა თავის დროზე. მაგრამ ახლა ცხადია, რომ ის არის კანონდარღვევით ნომინირებული და შესაბამისად პარლამენტის რეგლამენტი მსგავს შემთხვევაში ითვალისწინებს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ვადამდე. თავად, რომ ჰყოფნიდეს პროფესიული კეთილსინდისიერება ის თავად უნდა ტოვებდეს ამ თანამდებობას და არიდებდეს პარლამენტს ამ ცოტა უხერხული გადაწყვეტილების მიღებას,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.

ზაზა ხარებავას გადაყენებას ითხოვს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორიც. ეკა გიგაურის თქმით, თავის დროზე პარლამენტმა შესაძლოა გარკვეული ინტერესების გამო მხარი დაუჭირა ხარებავას. თუმცა მისი თქმით ახლა საკანონმდებლო ორგანოს აქვს შანსი ეს შეცდომა გამოასწოროს.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებულ ჩანაწერში გია დანელიას განცხადება აბსურდია, მაგრამ აბსურდს პასუხი უნდა გაეცეს
შემდეგი სტატიაგურჯაანის მერის წარმომადგენელს სოფელ ჩუმლაყში, ფიზიკურად გაუსწორდნენ