არასამთავრობოები და ალტერნატიული კანონპროექტების ავტორები არ არიან გულწრფელები

„არასამთავრობოები და ალტერნატიული კანონპროექტების ავტორები არ არიან გულწრფელები. მათ რეალურად გამოაქვთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც არ შეესაბამება კონსტიტუციას“- ეს განცხადება, მოსამართლე ლევან მურუსიძემ გააკეთა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა, ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, მოსამართლეთა დანიშვნის წესსა და კრიტერიუმებზე დაწყებულ დავაზე ისაუბრა.

მურუსიძე ამბობს, რომ არასამთავრობოებს და ალტერნატიული კანონპროექტის ავტორებს სურთ, იუსტიციის საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა-წარდგენის უფლება ჩამოართვან.

„არასამთავრობოები და ალტერნატიული კანონპროექტების ავტორები არ არიან გულწრფელები. მათ რეალურად გამოაქვთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც არ შეესაბამება კონსტიტუციას. მათ არ აინტერესებთ კრიტერიუმები, რაზეც საუბრობდნენ და რისი საბაბითაც დაიწყეს მთელი ეს სასამართლოს ლანძღვა-გინების კამპანია. მათ აინტერესებთ ერთი, რამე, ყველანაირი ცვლილება შევიდეს კანონში, რითიც იუსტიციის საბჭოს ჩამოართმევენ უფლებას, რომ წარადგინოს კანდიდატები. მე როგორც ასოციაციის თავმჯდომარე პირდაპირ გეუბნები, რომ გამოვხატავ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს პოზიციას. აქედან გამომდინარე მე ვენეციის კომისიას მოვახსენე სასამართლოს პოზიციები, დანარჩენი ვნახოთ როგორ განვითარდება,“ – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაშისპეკულაციურია განცხადება, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზი ისტორიულად სიმფონიური ორკესტრის სახლია და ჩვენ მათ სახლში არ ვაბრუნებთ
შემდეგი სტატიაივანიშვილმა დაინახა, რომ დაბრალებულ ლიდერებს პარტია ჩიხში შეჰყავდათ