ივანიშვილმა დაინახა, რომ დაბრალებულ ლიდერებს პარტია ჩიხში შეჰყავდათ

ივანიშვილმა დაინახა, რომ დაბრალებულ ლიდერებს პარტია ჩიხში შეჰყავდათ, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ეთანხმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „შპიგელში“ გამოთქმულ მოსაზრებას ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

„სხვათა შორის, ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს შეფასებებში. ბიძინა ივანიშვილის გარდა, არავინ აღმოჩნდა რაიმე ავტორიტეტისა და სანდოობის, რომელიც პარტიის წევრებთან კომუნიკაციას ეფექტურად შეძლებდა. მან დაინახა, რომ დაბრალებულ ლიდერებს, რომლებსაც გარკვეული პოზიციები ჰქონდათ, თუმცა არა პოლიტიკური გამოცდილება და სანდოობა, რათა პროცესები სწორად წარემართათ, პარტია ჩიხში შეჰყავდათ. ვნახეთ ძალიან რთული კრიზისული მომენტები, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ როლში იძულებით დაბრუნდა. დღეს ფაქტია, მის გარდა არავინაა, ვინც გარკვეული პროცესის წარმმართველია. ალბათ, ყველაფერს აქვს დასასრული. არჩევნებზე ვნახოთ, ხალხი გადაწყვეტს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, თუმცა პარტიამ სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები და ალტერნატიული კანონპროექტების ავტორები არ არიან გულწრფელები
შემდეგი სტატიაადვოკატის მტკიცებით, ბოლო ძალადობა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე საგურამოში 2014 წლის 9 მაისს განხორციელდა