არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა მთავრობას: არ დახუროთ სკოლები

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას სკოლების და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა – ერთობლივ განცხადებას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.

იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება ისევ უარესდება, ორგანიზაციების განცხადებით, ჩნდება საფრთხე, რომ სკოლები ისევ დაიხუროს და სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს.

ერთობლივ განცხადებას 9 ორგანიზაცია აწერს ხელს:

ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იმოქმედოს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დადგენილი სტანდარტებით, რომლის მიხედვითაც, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღებისას, სკოლები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები უნდა იხურებოდეს ყველაზე ბოლოს და იხსნებოდეს ყველაზე ადრე და არ დაუშვას მათი არადიფერენცირებული დახურვა…

პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს მთავრობას არ გამოუყენებია ეფექტიანი სტრატეგია სკოლებისა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. სიტუაციის მართვის ნაცვლად, საკოორდინაციო საბჭომ გამოსავალი პრობლემისთვის თავის არიდებაში ნახა და სკოლამდელი განათლების დაწესებულები და სკოლები სრულად დახურა – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციაზე: საქართველოში ძალიან ცუდი, კატასტროფული მდგომარეობაა
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო – ბოლო კვირის მონაცემით, სკოლის მოსწავლეებს შორის „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელმა მცირედით იკლო