არასამთავრობო ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფს ტოვებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფს ტოვებენ. „სასამართლო სისტემის რეფორმის“ სამუშაო ჯგუფში30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია შედის.

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრები ამბობენ, რომ არსებული შემადგენლობა მათთვის მიუღებელია, შესაბამისად მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯგუფის მიზანი სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირება არ არის.

არასამთავრობო სექტორის წევრების მოთხოვნა კი უცვლელი რჩება, დატოვოს თანამდებობა იმ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11-მა წევრმა, რომელთაც მხარი უზენაეს სასამართლოში უვადოდ წარსადგენ ე.წ. სადავო სიის 10 კაციან შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯგუფს ტოვებს, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საკუთარ საკანონდებლო წინადადებებს დოკუმენტალურად პარლამენტს გადაუგზავნის. დეტალურად იქნება გაწერილი კრიტერიუმებით და პროცედურები, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა უნდა მოხდეს.

„სასამართლო სისტემის რეფორმის“ ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა და მასში უმრავლესობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და ის მოსამართლეები შეადგენენ, რომელთა პირდაპირი დაინტერესება იყო დაჩქარებული წესით სიის განხილვა და დამტკიცება.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ყაზბეგის გამზირზე ბინაში ბუნებრივი აირი ჟონავდა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ბინაში ბუნებრივი აირი ჟონავდა
შემდეგი სტატიაკოსტავას ქუჩაზე ჩინური რესტორანი გაქურდეს