თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ბინაში ბუნებრივი აირი ჟონავდა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ბინაში ბუნებრივი აირი ჟონავდა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირი ჟონავდა.

გაზის სუნი მეზობლებმა იგრძნეს და ადგილზე „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ჯგუფი გამოიძახეს.

მეზობლების ინფორმაციით, ბინაში მოხუცი ქალბატონი ცხოვრობს, რომელიც ვერ გადაადგილდება და მას მომვლელი ჰყავს.

ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა გაზის გაჟონვა დააფიქსირეს, თუმცა ბინა დაკეტილი დახვდათ, რის შემდეგაც მეზობლებმა მომვლელ ქალს დაურეკეს.

არსებული ინფორმაციით, მომვლელი ქალი ბინიდან დროებით გავიდა, ხოლო გაზქურა ანთებული დარჩა.

მომხდარის შედეგად ბინაში მყოფი მოხუცი არ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაში“უნდა შეიქმნას უმუშევრობის კომპენსაცია” – კაკულიას ახალი ინიციტივა
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფს ტოვებენ