კოსტავას ქუჩაზე ჩინური რესტორანი გაქურდეს

Crime Scene

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ჩინური რესტორანი გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. წინასწარი დათვალიერებით წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა, კომპიუტერები აქსესუარები და ფულადი თანხა. დანაშაულს თვითმხილველები არ ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

„9-ის 20 წუთზე, როგორც კამერებში ვნახეთ გატეხეს რესტორანი, შემოვიდნენ, წაიღეს ძვირადღირებული სამუშაო ტექნიკა, თანხის ოდენობა დადგინდება დროთა განმავლობაში. ორი ადამიანი ჩანს, რომელიც ჩამოდის, კაპიშონი ახურავს და სამედიცინო ნიღაბი უკეთია, რომლებიც ასე ვთქვათ მუშაობენ ამ საქმეზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არასრულწლოვნები არიან. ძალიან მიკვირს, რომ 9-ის ნახევარზე, დღისით მზისით მოხდა ეს ყველაფერი. გვერდზე არის ტელევიზია, გვერდზე არის პოლიცია 50 მეტრში, “ – განაცხადა რესტორნის თანამშრომელმა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფს ტოვებენ
შემდეგი სტატია“რას ელოდებით, სანამ მათი მოწოდებების შედეგად ქუჩებში დახოცვას დაგვიწყებენ?”-მეთოფიშვილი NGO-ებს სიძულვილის წახალისებაში ადანაშაულებს