არასამთავრობო ორგანიზაციები, “ანტისაოკუპაციო” მოძრაობის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

დასავლური პლატფორმის არასამთავრობო ორგანიზაციები, “ანტისაოკუპაციო” მოძრაობის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.

ისინი სოფელ ხურვალეთში, იმ ადგილას მივიდნენ, საიდანაც 29 სექტემბერს მაია ოთინაშვილი გაიტაცეს ოკუპანტებმა. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები დაგმეს და მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

„უდანაშაულო ქალი რუსებმა საკუთარი ეზოდან გაიტაცეს და ციხეში ჩასვეს. დამწუხრებული და გაბრაზებული ვარ აქ შექმნილი ვითარების გამო. დღეს სამოქალაქო საზოგადოების წევრების აქ იმისთვის იმყოფებიან, რომ ოკუპანტებს დაანახონ – მსგავსი ქმედებები უკვალოდ არ ჩაივლის, რომ ეს საქართველოს მიწაა. ვთვლი, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი ვალდებულება უნდა აიღოს საკუთარი მოქალაქეების დაცვის კუთხით და განაცხადოს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნებს,“-აცხადებს ლორეტა ჰერინგტონი.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ძალიან ბევრი კომპრომატი გვაქვს, ბევრი ფაქტი გვაქვს, არსებობს საქმეში უამრავი დარღვევა – მაჩალიკაშვილების ადვოკატი
შემდეგი სტატიადღეიდან თბილისში სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდა