დღეიდან თბილისში სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისში, სამ ლოკაციაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ექვსი სექცია ამოქმედდება, კერძოდ:

1. კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან“ მ. გრიგორაშვილის ქუჩამდე, (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

2. მ.გრიგორაშვილის ქუჩიდან „ისთ ფოინთამდე“ (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

3. ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან – ევროპის ქუჩის დასასრულამდე, (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

5. ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-დან – ნ.ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე, მოედნამდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ);

6. ნ.ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან, მოედნიდან – ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-მდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 271 კილომეტრი საავტომობილო გზა კონტროლდება. დედაქალაქის მასშტაბით კი, ჯამურად, სიჩქარის მზომი 18 სექცია ფუნქციონირებს.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები, “ანტისაოკუპაციო” მოძრაობის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობა ჩემი ერის ისტორიასა და კულტურაში ნამდვილად საეტაპო მოვლენაა