ჩვენ ძალიან ბევრი კომპრომატი გვაქვს, ბევრი ფაქტი გვაქვს, არსებობს საქმეში უამრავი დარღვევა – მაჩალიკაშვილების ადვოკატი

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, ადვოკატთან ერთად დღეს საზოგადოებისთვის მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს. მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, საქმეში არაერთი კანონდარღვევაა გამოკვეთილი, რაზეც მათ პასუხები ამ დრომდე არ აქვთ. ისინი მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს რომ მოხდეს მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეში უფრო მეტად ჩართვა და დაისაჯონ ის პირები, ვინც დანაშაული ჩაიდინეს. დღევანდელ ბრიფინგზე იგეგმება დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნის გასაჯაროებასაც.

“ძალიან განელდა მდგომარეობა სამართლებრივი თვალსაზრისით. გარკვეულ პირებს მოვუწოდებ, რომ მოხდეს ლობირება ჩვენი, მოხდეს მალხაზ მაჩალიკაშვილის ამ საქმეში ჩახედვა, შუამდგომლობა ხელისუფლებასთან და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დღეს გავუგზავნით მესიჯს, რომ ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენ ძალიან ბევრი კომპრომატი გვაქვს, ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს, არსებობს საქმეში უამრავი დარღვევა და ამაზე ვითხოვთ რეაგირებას,” – აცხადებს მაჩალიკაშვილის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში 12 წლის ბიჭი ავტოავარიას ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები, “ანტისაოკუპაციო” მოძრაობის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ