3 დაღუპული და 12 დაშავებული – ავღანეთში, ქალაქ ყანდაარში, ბანკის წინ, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყანდაარის პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებას ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ.