არანაირი თმენის ვალდებულება მე არ გამაჩნია, როცა მაგინებენ და მაფურთხებენ – კვიციანი

მე არანაირად არ ვაპირებ ამ ბავშვების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რადგან ესენი თვითონ არიან მსხვერპლი სხვა ადამიანების – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ემზარ კვიციანმა, დღეს უფლებადამცველებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ჟურნალისტებმა იგი უსამართლოდ გამოაცხადეს დამნაშავედ.

„თავს დამესხა ჯგუფი, ცხვრებთან ერთად და ვიგერიებდი თავს, მაგრამ თქვენ ჟურნალისტები უკვე დამნაშავედ რომ გამომაცხადეთ, ამას როგორ ხედავთ? ეს სამართალია?. მე არანაირად არ ვაპირებ ამ ბავშვების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რადგან ესენი თვითონ არიან მსხვერპლი სხვა ადამიანების”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ ემზარ კვიციანსა და მოძრაობა ” სირცხვილიას” წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა “რუსეთის მონა” უწოდეს, რის შემდეგაც ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი აცხადებს, რომ შოთა შალელაშვილის გადაწყვეტილება ზედმეტ კითხვებს არ იწვევს
შემდეგი სტატიასემეკ-ის თავმჯდომარე შესაძლოა დავით ნარმანია გახდეს