სემეკ-ის თავმჯდომარე შესაძლოა დავით ნარმანია გახდეს

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე შესაძლოა, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია გახდეს, რომელიც ამჟამად სემეკ-ის წევრია. ინფორმაცია ნარმანიამ დღეს მედიასთან არც დაადასტურა და არც უარყო.

„ვერ დაგიდასტურებთ და არც ვუარყოფ. იცით, რომ ამ ყველაფერს აქვს შესაბამისი პროცედურები, არც თუ ისე მარტივი, სჭირდება მთავრობის წარდგინება, პრეზიდენტის თანხმობა და პარლამენტის გადაწყვეტილება. ასე რომ, ვნახოთ“, – განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა შეთავაზება, ნარმანია ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები იქნება.

„იქნება ალბათ კონსულტაციები. ველოდები, რომ იქნება ამ საკითხზე საუბარი“, – აღნიშნა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიარანაირი თმენის ვალდებულება მე არ გამაჩნია, როცა მაგინებენ და მაფურთხებენ – კვიციანი
შემდეგი სტატია62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მაზლს პატიმრობა შეეფარდა