“არანაირი ყვითელი ბარათი არ უჩვენებიათ, “-ზალკალიანი ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომას აფასებს

ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეების კომიტეტზე გამართული მწვავე დებატების შემდეგ, ქართველ ჟურნალსიტებთან კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. დებატები სწორედ მისი მოხსენების შემდეგ დაიწყო. დავით ზალკალიანის თქმით, მან არგუმენტირებულად უპასუხა ყველა შეკითხვას, რომელიც ევროპელ დეპუტატებს ჰქონდათ. მინისტრის შეფასებით, ევროპელ დეპუტატებს ხშირად არასწორი ინფორმაცია აქვთ, რასაც ძირითადად ოპოზიციისგან იღებენ. რაც შეეხება ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვას, მინისტრის თქმით, ამის დასადასტურებლად მყარი არგუმენტებია საჭირო.

“არანაირი ყვითელი ბარათი არ უჩვენებიათ, ხშირ შემთხვევაში ინფორმაცია, რომელიც მათ გააჩნიათ არ ეყრდნობა სწორ ინფორმაციას გამომდინარე იქიდან რომ სხვადასხვა წყაროებიდან არის ეს ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში ოპოზიციიდან. როდესაც საუბარი არის, რომ რატომ შუა კვირაში, მე გავეცი პასუხი, რომ ეს მოხდა კანონის სრულ შესაბამისობაში. ვალის გამოსყიდვასთან დაკავშირებით აქაც ხშირ შემთხვევაში მათი ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი. არანაირი კავშირი არ არის არჩევნებთან. მეორე, ასევე არგუმენტი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ არანაირი საუბარი მოსყიდვაზე არ შეიძლება იყოს, ეს არის არა ბიუჯეტის ფული, არამედ კერძო ფონდიდან და მმართველი გუნდის ლიდერი ამაზე საუბრობდა დიდი ხნით ადრე,”-აცხადებს დავით ზალკალიანი.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატია“სუს-ი აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციას” – ადვოკატები