“არამხოლოდ ადეკვატურად უნდა დასრულდეს გამოძიება, არამედ ადეკვატური მუხლებიც უნდა მიუყენონ” – “საერთაშორისო გამჭირვალობა” ახალქალაქის ინციდენტზე

“საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე მიმდინარე გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშავენ, მათთვის უცნობია არიან თუ არა პასუხისგებაში მიცემული კონკრეტულ დარღვევებში დადანაშაულებული ადამიანები.

„ხულიგნობის მუხლით არის აღძრული საქმე და გამოძიება ამ მუხლით მიმდინარეობს და შეიძლება იქ უფრო მძიმე მუხლებიც იკვეთებოდეს ხულიგნობა არ იყოს მარტო, ვიცით რომ პოლიტიკურ მოტივს ჰქონდა ადგილი და ვიცით რომ ჯგუფური თავდასხმა იყო, არამხოლოდ ადეკვატურად უნდა დასრულდეს გამოძიება არამედ ადეკვატური მუხლებიც უნდა მიუყენონ” – აღნიშნა ლევან ნატროშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
შემდეგი სტატია“აღსაზრდელებს აღენიშნებოდათ პირღებინება, დიარეა და ტემპერატურის მატება” – ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს