ზალკალიანს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

საგარეო საქმეთა მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ზალკალიანის მოადგილეებად ალექსანდრე ხვთისიაშვილი და მიხეილ ნინუა დაინიშნენ. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა.

ხვთისიაშვილმა და ნინუამ მინისტრის მოადგილეების პოსტზე გიორგი შარვაშიძე და ზვიად გონაძე შეცვალეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შარვაშიძე ელჩად დაინიშნა, ხოლო გონაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მიხეილ ნინუას კი ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადსხვა თანამდებობები ეკავა

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
შემდეგი სტატია“არამხოლოდ ადეკვატურად უნდა დასრულდეს გამოძიება, არამედ ადეკვატური მუხლებიც უნდა მიუყენონ” – “საერთაშორისო გამჭირვალობა” ახალქალაქის ინციდენტზე