“არამარტო რუსეთთან… სადაც იქნება იაფი საწვავი, იქიდან შემოვიტანთ”-სოსო ფხაკაძე

რუსეთი საქართველოსთვის შესაძლოა, მთავარი ნავთობ იმპორტიორი გახდეს. კომპანია “ვისოლის” პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ისინი ოკუპანტ ქვეყანასთან საწვავის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მანამდე სოსო ფხაკაძე ამბობდა, რომ ცდილობდნენ ეპოვათ ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვიდრე ევროპული საწვავი.

“ჩვენ ვცდილობთ დღემდე და გვინდა, რომ ვიპოვოთ ისეთი წყარო საწვავის, რომელიც უფრო იაფი იქნება ვიდრე ის ევროპული საწვავი, რომელიც დღეს შემოგვაქვს. ვმუშაობთ დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან და სადაც ვნახავთ ყველაზე იაფ საწვავს იქიდან შემოვიტანთ. ეს არის აქსიომატური ჭეშმარიტება ბიზნესის“, – თქვა მან.

კითხვას – მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან, ფხაკაძემ უპასუხა: “არამარტო რუსეთთან. ჩვენ ვართ ბიზნესმენები და ნებისმიერ ქვეყანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. სადაც უნდა იაფი იქნება საწვავი, თუ ნებისმიერი პროდუქტი იქიდან შემოვიტანთ. ბიზნესი ოპერირებს რას – რაც შეიძლება დაბალი იყოს ხარჯები და მოიგოს უფრო მეტი”.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ უახლოეს მომავალში საქართველო რუსულ ნავთობზე სრულად დამოკიდებული გახდება.

 

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაინდრავა FSB-ს აგენტია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს – ვაშაძე
შემდეგი სტატიამიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია, არის მოტივაცია, რომ გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები – ავსტრიის კანცლერი