გოგა ხაინდრავა FSB-ს აგენტია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ რეჟისორი, გოგა ხაინდრავა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაშია ჩართული. მისი განცხადებით, გოგა ხაინდრავა დღეს სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმზე ლაპარაკობს, მაშინ, როდესაც სისხლიან შეიარაღებულ დაპირისპირებას აღვივებდა 90-იან წლებში.

“ვაპირებ დავასახელო პირველი სახელი და გვარი, იმ ადამიანის, რომელიც ჩართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში. ეს ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი, არიან ადამიანები, რომლებიც 1991 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან იბრძვიან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. […] მე მინდა დაგისახელოთ ის სახლი და გვარი, ადამიანის, რომელიც თავს ესხმის აშშ-ს, თავს ესხმის აშშ-ის და ევროკავშირის ელჩს, რომელიც პირდაპირ აღვივებს რუსეთის უძლეველობის მითს და რომელიც დღეს არის იმ შეთქმულთა შორის, ვინც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, ეს არის ბატონი გოგა ხაინდრავა”, – თქვა ვაშაძემ.

მან დამამტკიცებელ საბუთად მოიყვანა ჯაბა იოსელიანის წიგნი, “სამი განზომილება” სადაც ავტორი წერს, რომ 1996 წლის 6 იანვარს, ბარათაშვილის ხიდთან გოგა ხაინდრავა “დევიატკამ” და გია სავანაძის “ბიჭებმა” ცეცხლი გაუხსნეს ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს. წიგნში აღნიშნულია, რომ რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი პირველმა უცნობია.

ვაშაძე ამბობს, რომ ეროვნული თანხმობა ქვეყანაში მანამდე ვერ შედგება, სანამ “ფსბ”-ს ყველა აგენტს არ ამხელენ.

banner
წინა სტატიაშიმდგომარეობა დაახლოებით იგივეა… ისევ რჩება ის პრობლემები, რომელიც ჰქონდა – ალასანია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე
შემდეგი სტატია“არამარტო რუსეთთან… სადაც იქნება იაფი საწვავი, იქიდან შემოვიტანთ”-სოსო ფხაკაძე